ანრი ჯოხაძემ 6 ნოემბერს დაბადების დღე აღნიშნა მეგობრებისა და კოლეგების, ასევე ჟურნალისტების გარემოცვაში. საღამო „სქაი ლაუნჯში“ გაიმართა. კოლეგებმა მას განსაკუთრებული სიურპრიზი გაუკეთეს. ცნობილი მომღერალი 38 წლის გახდა.
ჩვენ ანრის მეგობრებისა და კოლეგების მილოცვები ჩავწერეთ, ბოლოს კი იუბილარს გავესაუბრეთ.
სოფო ნიჟარაძე:
„საქართველოს სუპერვარსკვლავს ვულოცავ დაბადების დღეს. პირველი, რაც მაფიქრდება, მინდა, ძალიან წარმატებული იყოს, როგორიც არის. მრავალმხრივ ნიჭიერია და მინდა, ყველა მიმართულებით წარმატება ვუსურვო. პირად ცხოვრებაში ბედნიერებასა და ჩაფიქრებული სურვილების ახდენას ვუსურვებ. ასე ვუთხარი პირდაპირ, რა კარგია, რომ დაიბადე-მეთქი, არ ვიცი, საქართველოს რა ეშველებოდა მის გარეშე (იღიმის). მინდა, მრავალფეროვანი ცხოვრება ჰქონდეს.
დათუნა მგელაძე:
ანრის გაუმარჯოსო, შეძახილები გვესმის და გაუმარჯოს. ვულოცავ დაბადების დღეს. ის ჩვენს სფეროში არის ყველაზე შრომისმოყვარე ადამიანი, მთელი ღამე არ სძინავს და ხშირად კურიზებიც ხდება, რაც ტელევიზიაში მუშაობა დაიწყო, თავის საქმეს ვერ ასწრებს ხოლმე… ვუსურვებ, ყველაფერი დააბალანსოს, რადგან ხალხს ენატრება მისი შემოქმედება, კლიპები, ყველა ჩანაფიქრის ასრულებას ვუსურვებ. ჩვენს კოლეგებს უყურადღებოს არ დატოვებს და ეს დასაფასებელია.
ნინი ბადურაშვილი:
მინდა, მივულოცო ჩემს ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ, ერთგულ მეგობარს დაბადების დღე. გარდა იმისა, რომ ყველამ ვიცით, არის ფანტასტიკური, გენიალური მომღერალი, ყველას არ აქვს ბედნიერება, რომ ანრი მისი მეგობარი იყოს. მე ეს ბედნიერება მაქვს. ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებს. მინდა, მთელი ცხოვრება წარმატებებით სავსეს ვხედავდე, დიდხანს იცოცხლოს ჯანმრთელად და ბედნიერად, მიყვარხარ, ანრი!..
რა აჩუქეთ ანრის?
მას სტუდიისთვის ტექნიკის შეძენა უნდოდა და დავდეთ ფული, რომ მისთვის ეს ტექნიკა შევიძინოთ (იღიმის).
რატი დურგლიშვილი:
სანამ ანრისთან დავმეგობრდებოდი, მანამდე მამაჩემი მეგობრობდა საოცარ ქალბატონ რუსუდანთან, ანრის დედასთან. ოჯახებით ვმეგობრობთ, ანრის ძალიან კარგი ოჯახი აქვთ. პატარაობოდან ვიცნობთ მე და ანრი ერთმანეთს. ძალიან ახლო მეგობრები ბავშვობიდან არ ვყოფილვართ, მაგრამ მერე დავმეგობრდით ეტაპობრივად. ერთმანეთს პატივს ვცემთ, საოცრად ნიჭიერი ადამიანია. ყოველ მის შემოქმედებით ნაბიჯს დიდ პატივს ვცემ, მისი წარმატება მიხარია. მინდა მივულოცო დაბადების დღე. ყველაფერი ისე იყოს, როგორც მას სურს. ცხოვრება ისეთია, ყოველი წამით უნდა ისიამოვნო და ზუსტად ვიცი, რომ ანრიც ასეთია…
ანრი ჯოხაძე:
იმ ადამიანთა რიცხვს ვეკუთვნი, ვინც ამაყობს თავისი მეგობრებით. დღევანდელი დღეც მათი მოწყობილია. შეიძლება ითქვას, საკუთარ დაბადების დღეზე დაპატიჟებული სტუმარი ვარ. მიხარია, ემოციურია ეს ყველაფერი და განსაკუთრებულ მადლობას გადავუხდი ასეთი ლამაზი დღის მოწყობისთვის.
შენს ცხოვრებაში თუ არის მეორე ნახევარი?
ჩემს ცხოვრებაში სულ არის მეორე და მესამე ნახევრები (იცინის). ჩემს ცხოვრებაში ყველა ეტაპზე არსებობდნენ ადამიანები, ეს კონკრეტული პასუხია და არა ზოგადი და ეს ეტაპიც არ არის გამონაკლისი (იღიმის).
ცნობილი ადამიანია?
არა, ოჯახში ერთი ცნობილი სახე საკმარისია (იღიმის). რაც ვთქვი, საკმარისია, ვერაფერს დამტყუებთ.
შემოქმედებით ცხოვრებაში რა ეტაპია?
მაქვს ახალი სიმღერა და კლიპი. ანონსი დავდე და გამოხმაურებებით მივხვდი, რომ ჰიტი იქნება, იმდენად იმოქმედა მსმენელზე. საოცარ ლექსზეა დაწერილი, რომელიც ეკუთვნის უნიჭიერეს პოეტს, ნიკა ჩერქეზიშვილს. ჯერჯერობით მხოლოდ ეს სიახლე მაქვს.
ფოტო: ალექსანდრე სხულუხია