ანრი ჯოხაძე: „ყველაზე მეტად მტკივა გული იმ მომღერლებზე, რომლებიც რესტორნებში 50-100 ლარს დღიურად გამოიმუშავებდნენ და ახლა მშივრები დარჩნენ თავიანთ ოჯახებთან ერთად…“

0
797

ანრი ჯოხაძემ „პრაიმშოუს“ გადაცემაში, რომელიც შოუბიზნესში პანდემიის გამო შექმნილ ვითარებას ეძღვნებოდა, საკუთარ კოლეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველაზე რთული მდგომარეობა მომღერლების კლასტერს შორის კონკრეტულად ერთ ფენას აქვს…

ანრი ჯოხაძე:

ყველაზე მეტად გული მტკივა და მე მხოლოდ სასიმღერო ჟანრიდან გამომდინარე ჩემი კოლეგების სოლიდარობის ნიშნად ვსაუბრობ. მე პირადად ყველაზე მეტად მაღელვებს იმ მომღერლების ბედი, არა ე.წ. შოუბიზნესის, არამედ მათი, ვინც რესტორნებში მუშაობს. ყოველდღიურად 50-70-100-ლარიანი შემოსავლებით არიან და დღეს, 100%-იანი სინამდვილუთ ვაცხადებ, რომ ისინი არიან დარჩენილები მშივრები, თავიანთ ოჯახებთან ერთად, რადგან მათ შემოსავალი არ გააჩნიათ. შოუბიზნესში მყოფი მომღერლები რას მოიმოქმედებენ, რომელთაც დანაზოგი აქვთ და ნაცნობობა ჰყავთ, ეს სხვაა, მაგრამ ყველაზე რთულად  მომღერლების კლასტერიდან არიან ისინი, ვინც ყოველდღე გამომუშავებენ რესტორნებში თავიანთ საარსებო მინიმუმს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here