ანრი ჯოხაძე პლაჟზე თემურ უგულავას ექსმეუღლესთან ერთად ნებივრობს

0
207

ანრი ჯოხაძე, როგორც ყოველთვის, ძალიან აქტიურია. დასვენების დროსაც კი. ის კლიპს იღებს და პარალელურად, დასვენებასაც ახერხებს. ამჟამად გრიგოლეთშია და ფეისბუქზე შესაბამისი ფოტოც გამოაქვეყნა. მასთან ერთად პლაჟზე თეო ფერაძეა, ცნობილი ბიზნესმენის, თემურ უგულავას ყოფილი მეუღლე. შეგახსენებთ, ახლახან უგულავამ მოდელი ნინი ნებიერიძე მოიყვანა ცოლად.

რაც შეეხება ანრი ჯოხაძეს, მას გრიგოლეთში დავუკავშირდით და აღმოჩნდა, რომ მიუხედავად ლამაზ ქალებთან ერთად გამოქვეყნებული ფოტოებისა, მაინც დასტრესილია. მიზეზი კი გუშინდელი შემთხვევა გახდა, როდესაც პლაჟზე ერთი ადამიანი ცუდად გახდა, თუმცა საბედნიეროდ, მისი გადარჩენა მოხერხდა.

ანრის ვკითხეთ ცნობილ ქართველ ქალებთან ერთად ფოტოების შესახებაც, რაზეც მოკლედ გვიპასუხა: “რა ვქნა, პატარა ხომ უნდა გავერთო მეგობრებთან ერთად ფოტოსესიებით?”.