ანრი ჯოხაძე: “დროსთან ერთად ზოგიერთი, “მაღალი იდეალების” მსხვერპლიც კი გახდა”

0
84

ანრი ჯოხაძე სოციალურ ქსელში ნინი შერმადინის კლიპს, “არასოდეს შემიყვარდები”, აქვეყნებს და თან ვრცელ პოსტს ურთავს.

“ნინი, შემთხვევით ამომიგდო ეს სიმღერა და კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი.
დაახლოებით 12 წელი გავიდა რაც ეს სიმღერა დაგიწერე და ახლა იმხელა ემოცია მივიღე ვერც კი წარმოიდგენ ❤❤❤
პატარა ბავშვივით ვაკვირდებოდი ყველა მონაწილეს და მათი უმრავლესობა, მეტნაკლებად წარმატებულ გზას აგრძელებს თავიანთ სფეროში, ზოგიც სამწუხაროდ აღარ არის ჩვენს გვერდით …
ამ გადასახედიდან მეჩვენება, რომ ის ენთუზიაზმიც სადღაც გაქრა და დროსთან ერთად ზოგიერთი, “მაღალი იდეალების” მსხვერპლიც კი გახდა. თუმცა მოქმედებას ბავშვური გულწრფელობაც სჭირდება რომ დაიჯერო წარმატება!!! ❤❤❤❤
მომენატრე
დათაგე მონაწილეები ❤
აშკარად მერწყულის დაღმავალი ჩამერთო” – წერს მუსიკოსი…
[jwplayer mediaid=”12096″]

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here