ანრი ჯოხაძის და ვერიკო ტურაშვილის მეგობრობის შესახებ ყველასთვის კარგად იყო ცნობილი. მომღერლებმა ერთად არაერთი საინტერესო პროექტი გააკეთეს, ისინი ხშირად იყვნენ ერთად, თუმცა რამდენიმე წლის წინ, გავრცელდა ინფორმაცია რომ მათი მეგობრობა დასრულდა. მიზეზებზე მომღერლებს არცერთ ინტერვიუში არ უსაბრიათ, თუმცა ფაქტი იყო, რომ მათ ერთად ვეღარ ხედავდნენ.
როგორც ჩანს მეგობრები შერიგდნენ, რასაც ანრი ჯოხაძის მიერ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებიც მოწმობს. ინფორმაცია ვერიკო ტურაშვილთან გადავამოწმეთ.
– ვერიკო, ადრე გავრცელდა ინფორმაცია რომ თქვენ და ანრი ჯოხაძემ იჩხუბეთ, რა იყო თქვენი მეგობრობის დასრულების მიზეზი?
– არ გვიჩხუბია მე და ანრის, ტყუილია ეს ინფორმაცია. უბრალოდ გარკვეული პერიოდის მანძილზე არ ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს, ახლა კი ჩვენი მეგობრობა გრძელდება.
– ერთობლივი პროექტების გაკეთებას ისევ გააგრძელებთ?
– ჯერჯერობით არ ვიცი. ვნახოთ, რამეს მოვიფიქრებთ აუცილებლად.