31 აგვისტოს, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ანრი ჯოხაძის სოლოკონცერტი გაიმართება. მომღერალთან ერთად სცენაზე გამოვა ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელა! საღამოს სახელწოდებაა: „კაპელა და მეგობრები“.
საღამო 20:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ 11 ივნისს, ანრი ჯოხაძე მეორედ გახდა „ოქროს ტალღის“ მთავარი ჯილდოს მფლობელი. მისი სიმღერა „ცივი ნოემბერი“ წლის სიმღერად დასახელდა.