ანრი ბიბინეიშვილი და მარიამ ახობაძე დაშორდნენ

0
492

ანრი ბიბინეიშვილი და მარიამ ახობაძე დაშორდნენ – ინფრომაციას ამის შესახებ გაზეთი Prime Time ავრცელებს. გამოცემის ორშაბათის ნომერში დაიბეჭდა სტატია, სადაც ნათქვამია, რომ სანდო წყაროს ცნობით მსახიობი და მისი მეუღლე ერთმენათს დაშორდნენ.

ანრიმ და მარიამმა რამდენიმე თვის წინ ხელი გია ჯაჯანიძის შოუში მოაწერეს, ნოემბრის ბოლოს ბათუმში მათი ქორწილიც შედგა, რაზეც სრულიად საქართველო ლაპარაკობდა – ანრიმ პატარძალი რესტორანში ცხენზე ამხედრებული შეაბრძანა.

ჩვენ შევეცადეთ ანრისთან დაკავშირებას, თუმცა მსახიობმა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა…

შეგახსენებთ, რომ მარიამ ახობაძე მალხაზ ქვრივიშვილის ყოფილი ცოლი გახლავთ, რაც შეეხება ბიბინეიშვილს – ვრცელდება ინფორმაცია, რომ მსახიობის ცხოვრებაში ახალი ქალი გამოჩნდა…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here