“ანონიმური ზარი შეუვიდა რამდენიმე დღის წინ და ახლა ალბათ უფრო დაინტრიგებული ელოდება“ – გურამ შეროზია

0
1470

ბლოგერი გურამ შეროზია „სეკრეტ სანტას“ თამაშში ჩაერთო.

„ხვალ მიუვა ჩემ ადრესატს, იდეალური სეკრეტ სანტასგან შემდეგი:

– ეს ფოტო, სადაც მიენიშნება, რომ თებერვალში მოგზაურობს, აქ;
– ჩემი ფოტო, ფაზლით ასაწყობი (იმედია მოვასწრებ) და მერე მიპოვის, ან ვერ მიპოვნის
– ფრენის ბილეთები (არ მკითხოთ როგორ გავიგე გვარ-სახელი)
– სასტუმროს ჯავშანზე ნოუთი, რომ ერთად ავარჩევთ როცა უნდა

თარიღები და საყვარელი ადგილი შეთანხმებულია, ანონიმური ზარი შეუვიდა რამდენიმე დღის წინ და ახლა ალბათ უფრო დაინტრიგებული ელოდება.

ჰოდა, ძალიან მიხარია მეც და სულ ფეხებზე მკიდია ის ფაქტი, რომ ჩემი სანტა მგონია რომ გადამაგდებს :დ

პ.ს. ჯერჯერობით საქართველოს საზღვარი არასდროს გადაუკვეთავს“ – წერს ბლოგერი სოციალურ ქსელში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here