Anne Vyalitsyna-მ ახალშობილის ფოტოები ინსტაგრამზე განათავსა

0
47

რუსი წარმოშობის მოდელმა, Anne Vyalitsyna-მ საზოგადოებას პირველი შვილი გააცნო – ინსტაგრამის საშუალებით Anne-მ ახალშობილის პაწაწინა ფეხის ფოტო გააზიარა და კომენტარიც დაურთო – “კეთილი იყოს შენი მობრძანება, Alaska. შენმა პატარა ფეხმა მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა. მე და ჩემი მეუღლე ასეთი ამაყები არასოდეს ვყოფილვართ“ – წერს ულამაზესი მოდელი.

როგორც ამბობენ, Alaska ქვეყანას 25 ივნისს მოევლინა, თუმცა, Anne-მ ბავშვის შეძენის შესახებ მხოლოდ ახლა გაამხილა. Vyalitsyna საოცარ ფორმაშია – ორსულობის მიუხედავად ქალს ვარჯიში და იოგა არ მიუტოვებია, შესაბამნისად, შეუძლია თავისი ვიზუალით იამაყოს – მეორე ფოტოზე, რომელიც ისნტაგრამზე დადო, ქალი შვილს ეტლით ასეირნებს და მშვენივრად ჩანს, რომ Anne-ს ერთი გრამი მომატებული წონაც კი არ ეტყობა.

მედიაში დიდხანს განიხილავდნენ, მაინც ვინ შეეძინა ულამაზეს მოდელს, ბოლოს დაასკვნეს, რომ პატარა Alaska გოგონაა – ეტლს ხომ ღია თეთრ ვარდისფერ ფერებში გადაწყვეტილი პლედი ახურავს, გარდა ამისა, შვილის შეძენამდე მოწყობილ საღამოზე მთელი დარბაზი ვარდისფერი ბუშტებით იყო გაწყობილი. სხვათა შორის, Vyalitsyna ლამის ორსულობის პირველი კვირებიდან სოციალურ ქსლებეში და იტნერვიუებში სულაც არ მალავდა, რომ ერთობ საინტერესო მდგომარეობაში იმყოფებოდა.

Anne Vyalitsyna-ს ქალიშვილის მამა იაჰუს უფროსი ვიცე პრეზიდენტი, Adam Kahane-ა. წყვილმა შეხვედრები გასულ წელს დაიწყო და როგორც ხედავთ არც ოჯახისთვის უფრო სერიოზული სახის მიცემისთვის უთქვამს უარი. სხვათა შორის, Anne-ს ცხოვრებაში წლების წინ კიდევ ერთი Adam-ი იყო – ოღონდ მაშინ, Adam Levine-ი, Maroon 5-ის ვოკალისტი და ულამაზესი გოგონა ერთმანეთს 2012-იდან 2014 წლამდე ხვდებოდნენ, თუმცა, მათი რომანი წარუმატებელი აღმოჩნდა და Anne-მ ახალი სიყვარული რამდენიმე კვირაში იპოვა.
Anne Vyalitsyna baby 2015
Anne Vyalitsyna baby