ანჯელინა ჯოლიმ სამი ბავშვის შვილად აყვანა გადაწყვიტა

0
41

არ გეგონოთ, რომ ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ოჯახის ნგრევის ამბავი სიმართლეა. ზემოთხსენებულ ჭორს ის ფაქტიც უარყობს, რომ ოჯახში მალე მატება იგეგმება. გავრცელებული ინფორმაციით ცნობილი წყვილი კიდევ ერთი ბავშვის აყვანას გეგმავს. პატრა, რომელიც ჯოლი-პიტის ოჯახის წევრი გახდება, ენჯიმ სირიაში, დევნილთა ბანაკში გაიცნო. ცნობილი ცოლ-ქმარი მსოფლიოში მიგრაციის პრობლემის მოგვარებაში თავისებურად ერთვება. ვარსკვლავები იმ პატარას აყვანას გეგმავენ, რომელიც დევნილთა ბანაკში საომარი დაპირისპირების გამო აღმოჩნდა.

“სირიაში ვიზიტის დროს ენჯიმ ბანაკში სამი პატარა ძმა გაიცნო. მათგან ერთ-ერთი ცოტათი ინგლისურადაც საუბრობდა. ჯოლი ბავშვების ისტორიამ გულის სიღრმემდე შეძრა. მათი მამა სირიელმა სამხედროებმა წაიყვანეს, სახლი დაბომბეს, დედა კი აფეთქების დროს დაიღუპა. მათგან უფროსმა ინგლისური არ იცის, თუმცა მთელი დღის განმავლობაში ენჯის გვერდიდან არ სცილდებოდა.“ ამბობს წყარო.

ჯოლიმ, რომელიც მესამე მსოფლიოს ქვეყნებს მშვიდობის ელჩის რანგში სტუმრობს, სამივე ბიჭის შვილად აყვანა გადაწყვიტა, თუმცა პიტის რჩევით, მხოლოდ ერთი მათგანის აყვანა გადაწყდა. “მათ ისედაც ექვსი შვილი ჰყავთ და მათთვის ერთბაშად სამი ბავშვის მიმატება ბრედს საკმაოდ რთული მოეჩვენა. მათ საკუთარ შვილებზეც უნდა იფიქრონ. როგორ მიიღებენ ისინი ახალ ამბავს“ – დასძინა წყარომ. მიუხედავად იმისა, რომ წყვილმა საბუთების მოგვარება უკვე დაიწყო, სირიიდან ობოლი ბავშვის აყვანა არც ისეთი მარტივი პროცედურაა, რომელიც შეიძლება ხუთი-ექვსი თვე გაიწელოს.

შეგახსენებთ, რომ მშვიდობის ელჩის რანგში ანჯელინა ჯოლი არაერთ ქვეყანას სტუმრობს. ცოტა ხნის წინ მსახიობი ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოვიდა, სადაც ტერორისტულ დაჯგუფებებთან ბრძოლის აუცილებლობაზე ისაუბრა. “ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენლები აუპატიურებენ ქალებს და ბავშვებს ერაყსა და სირიაში. შემდეგ მათ ხოცავენ. ჯოლი ამ მიმართულებით უკვე წლებია მუშაობს და აქტიურად მონაწილეობს დევნილთა პრობლემების მოგვარებაში.