ანჯელინა ჯოლიმ ცნობილ ფოტოსესიაში ქართველი დიზაინერის მიერ შექმნილი ქუდი მოირგო

0
3127

Vanity Fair“-ის სექტემბრის ნომერში დიდი ექსკლუზივია – ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტთან განშორების შემდეგ პირველი ვრცელი ინტერვიუ სწორედ ამ ჟურნალს მისცა და ფოტოსესიაშიც მიიღო მონაწილეობა. ფოტოებში ანჯელინა შესანიშნავად გამოიყურება. ერთ-ერთ შავ-თეთრ ფოტოში კი მას საფრანგეთში მცხოვრები ქართველი დიზაინერის, ჯაბა დიასამიძის მიერ შექმნილი ქუდი ახურავს.

ჯაბას შავ-თეთრი კლასიკური ულამაზესი კოლექცია „მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე“ იყო წარმოდგენილი, 2017 წლის საშემოდგომო კოლექციით უამრავი ადამიანი მოიხიბლა, მათ შორის მოდის კრიტიკოსებიც იყვნენ. ჯაბა დიასამიძის ეს კოლექცია „ვოგისა“ და სხვა უცხოური ცნობილი გამოცემების გვერდებზე მოხვდა და დიდი ყურადღება დაიმსახურა.

როგორც თბილისში „მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის“ ორგანიზატორმა, სოფო ჭყონიამ fortuna.ge-სთან საუბრისას განაცხადა, ქართველ დიზაინერებს, რომლებიც ამ მოდის კვირეულში მონაწილეობენ, ძალიან კარგად აშუქებს უცხოური პრესა, უცხოელი სტილისტები მათ კოლექციებს ნახულობენ და შემდეგ სხვადასხვა გადაღებაში მონაწილე უცხოელი ვარსკვლავებისთვის არჩევენ სამოსსა თუ აქსესუარებს. სწორედ ასე მოხვდა ლეიდი გაგას გარდერობში გიორგი ქებურიას მიერ შექმნილი კოპლებიანი კაბა, ჯაბა დიასამიძის ქუდი კი – ანჯელინას ჯოლის თავზე…

როგორც სოფო ჭყონიამ დაგვიანონსა, კიდევ ერთი საინტერესო გადაღების შედეგს ვნახავთ, სადაც ერთ-ერთი ქართველი დიზაინერის ნამუშევარი ასევე უცხოელმა ვარსკვლავმა მოირგო, თუმცა ჯერ მისი ვინაობის გამხელის უფლება არ აქვს.

ნინო მურღულია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here