ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი სიბერეს ვერ ეგუებიან. წყვილი ინექციებზე დამოკიდებული გახდა..

0
6394

ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი, მსოფლიოს ყველაზე სექსუალური და მიმზიდველი სელებრითების სახელს უკვე დიდი ხანია ატარებენ, თუმცა წყვილი ნელ-ნელა პოზიციებს თმობს. წლები გადის, ისინი ბერდებიან და სახეზე ნაოჭები უჩნდებათ.

ეს ბუნებრივი პროცესია და ის ადრე თუ გვიან ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება. თუმცა, უმეტესობისგან განსხვავებით, პიტი და ჯოლი ამას არ ეგუებიან. მათდა საბედნიეროდ არსებობს ეგრეთწოდებული “სილამაზის ინქციები“, რომლებიც მათ ნაოჭების მოშორებაში ეხმარება. უფრო მეტიც, წყვილი უკვე ძალიან აქტიურად სარგებლობს ზემოხსენებული პრეპარატებით, იმდენად აქტიურად, რომ მათთან დაახლოვებული პირი აცხადებს, რომ ისინი უკვე თავს ვეღარ აკონტროლებენ და პროცედურებს ძალიან ხშირად იტარებენ.

ანონიმურმა წყარომ, ამერიკულ პორტალს “Radar Online“ – ს გაუმხილა, რომ ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი, უკვე საგანგაშოდ დიდ დროს ატარებენ კოსმეტოლოგის კაბინეტში.

“შეადარეთ, როგორ გამოიყურებიან ჯონი დეპი, ანჯელინა ჯოლი და ბრეტ პიტი! ეს იმიტომ , რომ ისინი დამოკიდებულები არიან ბოტოქსის ინექციებზე და სხვადასხვა შემავსებლებზე. მსახიობები უბრალოდ შეშინებულები არიან ასაკობრივი ცვლილებებით და ყველაფრისთვის მზად იმისთვის, რომ ახალგაზრდულად გამოიყურებოდნენ. სიმართლე კი ის არის, რომ ამ გამაახალგაზრდავებელი პროცედურების შემდეგ ისინი პლასტმასის თოჯინებს ემსგავსებიან! “ – განაცხადა ინსაიდერმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here