ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი შორდებიან !

0
2989

ერთი თვეც კი არ გავა ისე, რომ თუნდაც ერთმა გამოცემამ მაინც არ დაწეროს ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტის დაშორების შესახებ. თანაც ყოველ ჯერზე ინფორმაცია უფრო და უფრო მეტ დამაჯერებლობას იძენს. ცარიელ დამაინტრიგებელ სათაურებს, ნელ-ნელა ფაქტებიც ემატება და ჩვენც ისღა დაგვრჩენია განვიხილოთ ისინი.

ამჯერად ვარსკვლავური წყვილის დაშორებას, გამოცემა “The Inquisitr“ წინასწარმეტყველებს. ჟურნალის გვერდებზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ჯოლი და პიტი თავიანთ ადვოკატებთან კონსულტაციებს აქტიურად გადიან, იმისათვის, რომ მრავალწლიან ქორწინებას, საბოლოო წერტილი დაუსვან.

გარდა ამისა, როგორც ირკვევა ისინი არა მხოლოდ დაშორებას, არამედ ტერიტორიულად მაქსიმალური დისტანციის შექმნასაც გეგმავენ. ანჯელინა ჯოლი შტატებში რჩება, ხოლო ბრედ პიტი საცხოვრებელს, არც მეტი არც ნაკლები, ხორვატიაში ეძებს.

ბედის ირონიაა, რომ ცოლ-ქმარს შორის ისედაც დაძაბულმა ურთიერთობამ, პიკს მათივე ქორწინების იუბილეზე მიაღწია. ამ დრომდე მოსიყვარულე ქმრისგან განებივრებული ანჯელინა ჯოლი, ამ ერთობ მნიშვნელოვან დღეს საყვარელი მამაკაცისგან ალბათ განსაკუთრებულ საჩუქარს ელოდა, სანაცვლოდ კი არათუ საჩუქრის, არამედ პარტნიორის გარეშეც დარჩა. პიტმა რამდენიმე დღის გატარება, ხორვატიაში, მეგობრების გარემოცვაში გადაწყვიტა, ჯოლიმ კი იუბილე სახლში, შვილებთან ერთად გაატარა.

გამოცემა “The Inquisitr“ – ში დაწერილი ინფორმაცია, საკმაოდ დამაჯერებლად ჟღერს, თუმცა სანამ წყვილი ოფიციალურ განცხადებას არ გააკეთებს, დასკვნების გამოტანა მაინც ნაადრევია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here