ანიტა რაჭველიშვილმა “კარმენი” მშობლიურ სცენაზე ითამაშა – პრემიერა ოპერისა და ბალეტის თეატრში

0
2384

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, ჟორჟ ბიზეს კარმენის პრემიერა გაიმართა. 165-ე სეზონზე, სპექტაკლის ახლებური ვერსია მაყურებელს, ლევან წულაძემ შესთავაზა. საოპერო სცენაზე ეს რეჟისორის დებიუტი გახლდათ, რომელიც წარმატებით შედგა.

სპექტაკლში კარმენის პარტიას, მსოფლიო მეცო-სოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი ასრულებს. ანიტაზე არაერთხეულ უთქვამთ, რომ მაცდუნებელი ბოშა ქალის პარტია, ჟორჟ ბიზემ სწორედ მისთვის დაწერა. მსოფლიოს საოპერო საზოგადოებამ, ანიტა რაჭველიშვილი არაერთხელ აღიარა კარმენის საუკეთესო შემსრულებლად. მეცო-სოპრანომ კარმენი მშობლიურ სცენაზე, პირველად შეასრულა და მის პედაგოგს მანანა ეგაძეს მიუძღვნა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here