ანიტა რაჭველიშვილმა გერმანელი კრიტიკოსების ჯილდო მიიღო

0
1179

ანიტა რაჭველიშვილმა გერმანელი კრიტიკოსების ჯილდო: German Record Critics’ Award 2018 მიიღო 2018 წლის საუკეთესო აუდიოჩანაწერისთვის. პრესტიჟული ჯილდო 1980 წელს მუსიკალური ჩაწერის სფეროში უმაღლესი მიღწევებისა და ხარისხის ყველაზე მკაცრი სტანდარტების  შექმნის მიზნით დაარსდა.

ახალგაზრდა ქართველი მეცოსოპრანოს, ანიტა რაჭველიშვილის სადებიუტო დისკი მსმენელის აღფრთოვანებას იმსახურებს.  როგორც კრიტიკოსები აღნიშნავენ, მილანის ლა სკალაში მისი „კარმენში“ პირველი გამოსვლის შემდეგ ის საერთაშორისო საოპერო სამყაროს აბსოლუტურ ვარსკვლავად მოიაზრება. მის გამოსვლებს ერთნაირი ინტერესით ელოდებიან ლონდონსა თუ ნიუ-იორკში, პარიზში, მიუნხენსა თუ ბერლინში. მისი ხმის ცეცხლოვანი ინტენსიურობა და სტილისტური შეგრძნების შეუცდომლობა გვაგონებს დიდ ტერეზა ბერგანცას და მერილინ ჰორნს, მისი მუქი ტემბრი კი ოლგა ბოროდინას. რაჭველიშვილი სრულად ფლობს ცდუნების (კარმენი, დალილა), სინატიფის (შარლოტა და სანტუცა) და თავდაჯერების (ებოლი და საფო) ყველა ელფერს და ნიუანსს. ეს ჩანაწერი უფრო მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი დაპირება – ეს დიდი ხელოვნების დასტურია.

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here