ანიტა რაჭველიშვილის პირველი სოლო ალბომის პრეზენტაცია სამშობლოში და ანშლაგით ჩავლილი კონცერტი

0
1583

იმისათვის, რომ უცხო ქვეყანაში და მითუმეტეს მთელ მსოფლიოში სახელი გაითქვა, ამ მწვერვალამდე დიდი გზაა გასავლელი და საერთაშორისო აღიარება, მხოლოდ ერთეულების ხვედრია. საოპერო ხელოვნებაში, ქართველი ვარსკვლავები მრავლად გვყავს და მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული, მეცო სოპრანო ანიტა რაჭველიშვილია. მისი მეცო ბარხატივითაა, მდიდარიც, მაგრამ ამავე დროს მაღალი ნოტებით მოკაშკაშე. მისი ხმა ქარიზმასავითაა, რომელიც სპექტაკლს ბოლომდე ერთნაირი სიძლიერით მიჰყვება. მიუხედავდ იმისა, რომ მრვალი წელია მსოფლიო მაღალი კლასისი სცენებზე დგას, ყოველთვის ნერვიულობს და პასუხისმგებლობით ეკიდება სამშობლოში გამართულ საღამოებს. ამჯერად მსმენელის წინაშე, ევგენი მიქელაძის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით წარსდგა. საღამომ ანშლაგით ჩაიარა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here