33.8 C
Tbilisi
Wednesday, August 3, 2022

ანიტა რაჭველიშვილი: “ამ მთავრობაში როგორი უნიჭოებიც თავად არიან, ისეთივე ორკესტრები ჰყავთ გვერდში და ისეთივე უნიჭო ხელოვანებს ამღერებენ მათთვის…”

ახლახან “მთავარ არხზე” სტუმრობისას, სადაც ის ნიკოლოზ რაჭველთან ერთად მიიწვიეს, მსოფლიოში აღიარებულმა მეცოსოპრანომ, ანიტა რაჭველიშვილმა საქართველოს ორკესტრების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მხოლოდ ერთადერთ ორკესტრთან თანამშრომლობს და ეს არის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, ვინაიდან სხვა დანარჩენ მუსიკოსებს ის უნიჭოებად მიიჩნევს.

ანიტა რაჭველიშვილმა აღნიშნა:

“საქართველოში არ არსებობს სხვა ორკესტრი, გარდა საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრისა, რომელიც ასე უკრავს. დანარჩენ ორჯესტრებთან კატეგორიულად არც კი გამოვდივარ სამღერლად, რადგან დონე არის ძალიან სამარცხვინო. როგორებიც თვითონ არიან ამ მთავრობაში,უნიჭოები, დიდი ბოდიში, ძალიან პირდაპირი ვარ, ისეთი უნიჭო ორკესტრები ჰყავთ გვერდში დასმული და ასეთივე უნიჭო ხელოვანებს ამღერებენ, აკვრევინებენ და აცეკვებენ მათთვის…”

(ვიდეო)

Latest Posts

ბოლო სიახლეები