ანი ტყებუჩავა: „ცოლქმრული ღალატის პატიება შეიძლება…“

0
1506

მსახიობი ანი ტყებუჩავა ჟურნალ „სარკის“ დღევანდელი ნომრის მთავარი გმირია. ის თავისი პერსონაჟის და საკუთარი პირადი ცხოვრების შესახებ საუბრობს.

პირველ რიგში, ჟურნალისტმა მას დაუსვა კითხვა, როგორ მიიღო როლისთვის თავის გადაპარსვის გადაწყვეტილება.

„როცა მივხვდით, რომ ნინას ქიმიოთერაპიის კურსის დროს კარგი იქნებოდა თავის გადაპარსვა, მე მზად ვიყავი, მაგრამ გადაცემა „მთავარი ექიმი“ გვაფიქრებდა, თუმცა მივიღე ეს გადაწყვეტილება და ერთი წუთითაც არ მინანია.

ბავშვობაში არასდროს გადამიპარსავს თავი, ვერ ვბედავდი. ამიტომ ვამბობ, რსაც ცხოვრებაში ვერ ბედავ, როლი გაგაბედინებს. მეგონა, თმის გარეშე უშნო ვიქნებოდი, მაგრამ ჩემი შიში არ გამართლდა. გადაპარსული თავი ძალიან მომწონდა“.

როგორც ანი ამბობს, მეუღლე გვერდში დაუდგა და თავადაც გადაიპარსა თავი.

სამკვირიანი პაუზის დროს, ანიმ მხოლოდ რამდენიმე დღით მოახერხა მეუღლესთან ერთად ქალაქიდან გასვლა და ბორჯომში დასვენება, რადგან სამედიცინო გადაცემის ჩაწერები იყო, რომლის ერთ-ერთი წამყვანიც გახლავთ.

რაც შეეხება სერიალს და როლს, როგორც ანი ამბობს: „ნინა ისევ მკურნალობს და ბევრი სანერვიულოც ექნება“.

ანი ასევე საუბრობს ქეთისა და ზაზას ეპიზოდზე და აღნიშნავს, რომ საზოგადოების რეაქციამ ძალიან გააკვირვა:

„განსაკუთრებით, როცა ქალები გამოირჩევიან ინიციატივით, რომ აჩიკო ექიმს თავი გაუხეთქონ, ქეთის ღალატი არ აპატიონ და ა.შ. ჩვენ, ადამიანები, იმიტომ მოვედით ცხოვრებაში, რომ უკეთესები გავხდეთ  ჩვენს შეცდომებზე სწავლით. ღალატის მომხრე ცალსახად არავინ არის, მაგრამ ადამიანის გამეტება არ შეიძლება. პირადად მე ყოველთვის შეცდომების მიტევების მომხრე ვარ.

სხვათა შორის, ქეთის მხრიდან ღალატს ველოდი, რადგან ქალი, რომელიც ოჯახში დიდი შიშის ქვეშ ცხოვრობს, ხშირად ასეთ შედეგამდე მიდის. მე მინდა, რომ ზაზაში ბევრი რამ შეიცვალოს.

თქვენ თვლით, რომ რეალურ ცხოვრებაში ცოლქმრული ღალატის პატიება შეიძლება?

კი, ღალატის პატიება შეიძლება. მნიშვნელოვანია, რატომ მოხდა ეს ღალატი.

ინტერვიუს ვრცელ ვერსიას წაიკითხავთ ჟურნალ „სარკის“ დღევანდელ ნომერში.

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here