ანი კეკუა: „მშობიარობის შემდეგ 22 კილო დავიკელი…“

0
3154

მომღერალი ანი კეკუა ათი თვის წინ დედა გახდა. მას 2017 წლის ოქტობერში ვაჟი შეეძინა. მისი მეუღლე გიორგი გოგბაიძეა.

ახლახან ანიმ სოციალურ ქსელში ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც მოკლე ვარცხნილობითაა წარმოდგენილი და შესამჩნევად არის წონაში დაკლებული.

მომღერალს ვკითხეთ, დიეტას ხომ არ მიმართა.

ანი კეკუა:

დიეტისთვის არ მიმიმართავს, უბრალოდ, მშობიარობის შემდეგ 22 კილო დავიკელი, დაახლოებით ექვს თვეში ამ წონაზე დავდექი. ზუსტად ამდენივე მქონდა მომატებული. ბევრ რამეს ვჭამ, მათ შორის ცომეულსაც. არ ვჭამ ღორის ხორცს და მის ნახარშს ბავშვის გამო, რადგან ძუძუთი ვკვებავ, ასევე ჩემს რაციონში არ შედის მაიონეზი და ძეხვეული. მათაც ვერიდები.

დიეტის გარეშე ასე დაკლება ნამდვილად საინტერესო გამოცდილებაა…

(იღიმის) ეს არის ანი კეკუას დიეტა, ოღონდ განსაკუთრებული. აჭამეთ შვილებს ძუძუ, ნუ დაიზარებთ, გადააბით დღე და ღამე, გაათენეთ და სამსახურიდანაც ირბინეთ. სამაგიეროდ, დაიკლებთ იმას, რაც ორსულობისას მოიმატეთ (იცინის). კიდევ მინდა ცოტათი დაკლება და სასურველი წონის ვიქნები.

ხომ არ ვარჯიშობ კიდეც?

არა, არ ვვარჯიშობ, სამსახური, ბავშვის მოვლა… ვარჯიშს ვეღარ ვასწრებ.

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here