ანი გიუნტერმა 15 კილო დაიკლო – „კილოგრამებს წარსულის სევდაც გავატანე თან…“

0
1191

ტელეწამყვანი ანი გიუნტერი შესაშურ ფორმაშია. მასისი ბოლოდან მოყოლებული მან მოახერხა და 15 კილო დაიკლო. მშვენიერ ტელეწამყვანს არც აქამდე აწუხებდა დიდად წონის პრობლემები და საკუთარ თავთან ჰარმონიაშიც იყო, მაგრამ ახლა უფრო მეტად მოსწონს ძველი გადერობიდან რაღაც სამოსის მორგება, თუმცა ახლის შეძენის დროც დაუდგა.

ანი fortuna.ge-ს წონის დაკლებასა და ახალ ცხოვრებაზე ესაუბრა.

ანი გიუნტერი:

მაისიდან სექტემბრამდე მოყოლებული 15 კილო დავიკელი. ამჟამად 64 კილოგრამს ვიწონი. ეს მოვახერხე კონკრეტული ცენტრის საშალებით, დამეხმარა ჯანსაღი კვების ტრენერი, რომელმაც ბევრი რამ სხვანაირად დამანახა.

ჩემი კვება იწყება დილიდან, ჯერ კოქტეილით, შემდეგ, საათნახევარში მცირე წახემსებით, სადაც შედის რძის პროდუქტები და ხილი, 1-დან 4-მდე ჩემთვის სასურველი საკვებით შემიძლია ვისადილო, სადაც აუცილებლად შედის ცილოვანი საკვები, ბოსტნეული, შემდეგ კეფირი შემიძლია დავლიო და საღამოს კიდევ ვჭამო ბოსტნეული.

(ვრცლად /ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here