ტელეწამყვანი ანი გიუნტერი ბოლო დროს პირად ცხოვრებაზე საუბარს ერიდება. მიზეზი ის გახლავთ, რომ დიდი ხანია ვრცელდება ჭორები, რომ ის მეუღლეს დაშორდა. წამყვანი ამ თემაზე ჟურნალისტებს ყოველთვის ორაზროვნად პასუხობს. ახლაც ასეთივე ტიპის სტატუსი დაწერა. როგორც ჩანს, ანის ძალიან ხშირად, არა მხოლოდ ჟურნალისტები, არამედ პირად საუბრებშიც ეკითხებიან, ხომ არ შეურიგდა მეუღლეს, კახა არაბიძეს.
“გავიდა დრო და ისევ ყველაზე ხშირად ერთი შეკითხვა მესმის: “არ შერიგდით?“ მეორე წამში მოსდევს პირველს: “სხვა ვინმე ჰყავს?“ დიახ, ჰყავს და ეს “სხვა“ მე ვარ. ჩვენ “სხვები“ გავხდით ერთმანეთისთვის და დღეს მესამე მე ვარ… გიყვარდეთ ერთმანეთი და ნუ გახდებით სიყვარულისთვის “სხვები“ – წერს ანა სოციალურ ქსელში.