16.8 C
Tbilisi
Wednesday, September 14, 2022

ანი ღონღაძეს მანქანის სარკეები მოპარეს

მომღერალ ანი ღონღაძეს დღეს დილით, მანქანის სარკეები მოპარული დახვდა. ამის შესახებ, მან სოციალურ ქსელში დაწერა. “მიუზიკ ბოქსი“ მომღერალს დაუკავშირდა.

– დღეს დილით ეზოში როცა ჩავედით მე და ჩიორა, მეზობელმა მითხრა მგონი შენი მანქანის სარკეები მოიპარესო, კეკელიძეზე ვცხოვრობთ და აღმოჩნდა ვისაც გარეთ ჰყავდა დატოვებული “მერსედესის“ მარკის ავტომობილი, ყველას მოპარეს მანქანის სარკეები. დაახლოებით 20-30 ასეთი შემთხვევა მოხდა. ჩიორა მიმყავს ახლა რეაბილიტაციაზე და სარკეების გარეშე ძალიან მიჭირს.

– განაცხადეთ პოლიციაში?

– როგორც ჩანს ერთ-ერთმა მეზობელმა განაცხადა. დამირეკეს ახლა და მითხრეს, დაბრუნდიო, მგონი იპოვეს ვინც მოიპარა სარკეები.

13902818_10205060458911303_8822278596608737665_n

Latest Posts

ბოლო სიახლეები