ანი ბებია: „ვერავინ გამიბედა სანათესავოდან, ეკითხა, შვილს ჯერი რატომ დავარქვით…“

0
744

ილო ბეროშვილი და ანი ბებია თავის ვაჟთან, უსაყვარლეს ჯერისთან ერთად „პროფილს“ ესტუმრნენ. წყვილმა ისაუბრა იმის შესახებ, როგორია მშობლის ამპლუა.

ილო:

სესის და ევას დროს მიმაჩნდა, რომ ეს განსხვავებული რამ იყო. პირველად რომ გამოჩნდნენ კენგურუიანი მამები, ვიფიქრე, რომ მოხდა რევოლუცია ამ ამბავში. კაცი რომ კულინარიით არის დაკავებული, ყაურმა და ჩალაღაჯი რომ გააკეთოს, არ „ტეხავს“, ცეზარი კი. აქაც იგივეა. რაღაც დონეზე დახმარება მოსულა, მაგრამ ისე არა, რომ პამპერსები ცვალო. ძალიან რთულია, თითქმის წარმოუდგენელია, იყო სრულფასოვანი მამა. ყველაზე ტკბილად რომ გძინავს, დილას ექვს საათზე ჯერი მოდის და თავში გიბრახუნებს. ეს არის ნებისყოფის თემა. დილით რომ ვწევართ და რომ გვაღვიძებს, მიდის ნერვების თამაში, ვინ ადგება პირველი. მე არ მყოფნის ნებისყოფა, უნდა ავდგე და გავიყვანო, ანი გამარჯვებული სახით გადატრიალდება და დაიძინებს (იღიმის).

ანი ბებია:

„ძალიან გვიყვარდა „ტომი და ჯერი“ და ამიტომ დავარქვით ბავშვს ეს სახელი და არავითარი წიგნის პერსონაჟი თუ ბიბლიური სახელი არ აგვირჩევია. თანაც, შარშან ხომ ვირთხის წელი იყო და დაიბადა ჯერი. შემთხვევით დავინახეთ, ხელნაკეთ ნივთებს შორის ტომისა და ჯერის ბრელოკები და ჯერი იყო ერთ-ერთზე გამოსახული. აქედან გაგვიჩნდა იდეა. ვისაც რა უნდა, ის უნდა დაარქვას შვილს, მაგრამ ჩემს სანათესავოში ყველამ იცის, როგორი ხასიათი მაქვს და ვერავინ გამიბედა მაგ კითხვის დასმა…“

(ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here