მსახიობი ანი ბებია ჟურნალ „გზის“ კითხვას პასუხობს იმასთან დაკავშირებით, რომელიც ზებუნებრივი ძალის ფლობას ისურვებდა.
მსახიობის პასუხი ასეთია:
„აუ, საერთოდ ყველას (იცინის). ბოლო დროს რატომღაც, მე და ილომ ამოვიჩემეთ, რომ გვინდა, უკვდავები ვიყოთ – სულ ვიცოცხლოთ…“
ანი ამავე ინტერვიუში ამბობს, რომ თავის ვაჟს, ჯერის ხშირად უხდის ხოლმე ბოდიშს:
„ბოდიშს ხშირად ვუხდი, თუნდაც იმიტომ, რომ მალე არ ავიყვანე ხელში, ან შემთხვევით რაღაცას მიჰკრა ფეხი, ხელი… მსგავსი რაღაცების გამო ყოველთვის ბოდიშს ვუხდი, რადგან ყურადღება თავად დავაკელი….“