ანი ბებია: „ილომ მითხრა, რომ სადაც ბავშვს მოუნდება, იქ უნდა ვაჭამო…“

0
508

ილო ბეროშვილის მეუღლე, ანი ბებია ჟურნალ „სარკესთან“ ბუნებრივი კვების მნიშვნელობაზე საუბრობს. მას ვაჟი, ჯერი, ბუნებრივ კვებაზე ჰყავს. ახლახან ფოტოსესიაც გადაიღო, სადაც ეს პროცესია ასახული.

ანი ბებია:

„გამაოცა ჩემი ასაკის გოგონების კომენტარებმა. ამ ფოტოების დადების დანიშნულება არ არის, რომ ყურადღება მივიქციო. თავიდან მეც ვფიქრობდი, ბავშვს რომ ქუჩაში ჭამა მოუნდეს, რა უნდა ვქნა-მეთქი. ილოსაც ვკითხე, მითხრა, სადაც ბავშვს მოუნდება, იქ უნდა აჭამოო.

ძალიან ბევრი დედა იმიტომ არ აჭმევს ბავშვს, რომ საზოგადოების თავშეყრის ადგილშიც არ მოუწიოთ ამის კეთება. რაღაცნაირად „უტყდებათ“ სახალხოდ ამის გაკეთება. მე კი მინდა, სტიმული მივცე მათ ამ ფოტოსესიით, ყველას ვეუბნები, რომ არ უნდა „გაგიტყდეთ“ ბავშვის ბუნებრივი გზით გამოკვება“.

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here