ყველაზე ცნობილ ჰოლივუდურ კლანს – Jolie-Pitt-ს მძიმე პერიოდი აქვს. ცოტა ხნის წინ ყვითელი გამოცემები წყვილის შესაძლო დაშორებაზე საუბრობდნენ, ახლა კი საქმე მათ შვილებს ეხებათ, უფრო ზუსტად კი Angelina-სა და Brad-ის ნაშვილებ გოგონას, რომელსაც თავის ბიოლოგიურ დედასთან სურს დაბრუნება.
ცოტა ხნის წინ Jolie-Pitt-ის აყვანილმა ქალიშვილმა – Zahara Marley-მ განაცხადა, რომ თავის ნამდვილ დედასთან სურს დაბრუნება. თუ არ იცით გეტყვით, რომ Zahara, რომლის დაბადების სახელიც Teena Adam-ი გახლავთ, წარმოშობით ეთიოპიიდან გახლავთ. გოგონა ქვეყანას 2005 წლის იანვარში მოევლინა, თუმცა მისმა ბიოლოგიურმა დედამ მისი გაშვილება გადაწყვიტა. Zahara-ს გაუმართლა და ამავე წლის ივლისში Angelina Jolie-მ იშვილა…
როგორც ცნობილია 10 წლის Zahara-ს ბიოლოგიური ოჯახი მისი დაბრუნების წინააღმდეგია. მიუხედავად ამისა, მას მაინც აქვს სურვილი თავის ოჯახს დაუბრუნდეს და დედამისი გაიცნოს. ყვითელი გამოცემების ინფორმაციით Zahara ძალიან ეჭვიანობს Jolie-Pitt-ის ბილოგიურ შვილებზე – სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება მისი ზემოთხსენებული გადაწყვეტილებაც. ამ ყველაფრით კი Angelina Jolie განადგურებულია, რამაც შესაძლოა ჰოლივუდურ ოჯახში სხვა პრობლემები წარმოშვას…