Angelina Jolie-ი და Brad Pitt-ი შორდებიან?!

0
134

ნახევარი თვის წინ დასავლეთის შოუ ბიზნესის ყველაზე ლამაზი წყვილის დაშორების შესახებ გავრცელებულმა ჭორებმა ტაბლოიდები ააფეთქა. ახლა კი, როცა სულ მალე წყვილის ერთობლივი, მრავალწლიანი მუშაობის შედეგი, ფსიქოლოგიური დრამა “By the Sea” გამოვა, პრესა ისევ ალაპარაკდა მსახიობების დაშორებაზე.

ბოლოდროინდელ ინტერვიუში Angelina Jolie-მ აღიარა რომ მისთვის ძალიან რთული იყო მეუღლესთან ერთად გადასაღებ მოედანზე მუშაობა. მთავარი გმირების კამათის სცენების გადაღების დროს მას მუდმივად უხდებოდა მეუღლეში ემოციების გაღვიძება, მისი ხელოვნურად წყობიდან გამოყვანა და თავის მიმართ აგრესიისა და სიძულვილის გაჩენა. არამხოლოდ მსახიობის, არამედ რეჟისორისა და თანაპროდიუსერის როლის შესრულებით Jolie ყოველთვის ორმაგ პასუხისმგებლობას გრძნობდა.

წყვილის ახლობლების განცხადებით სწრედ Angelina Jolie-ს რთული ხასიათი გახდა განხეთქილების ვაშლი წყვილის ოდესღაც ბედნიერ ცოლქმრულ თანაცხოვრებაში. Brad Pitt-ი დაიღალა იმით, რომ Angelina-ს მის მიმართ მუდმივად მბრძანებლური ტინი აქვთ არა მხოლოდ გადასაღებ მოედანზე არამედ რეალურ ცხოვრებაშიც.

შეგახსენებთ რომ 10 წლის წინ Jolie და Pitt-ი ერთმანეთს “მისტერ და მისის სმიტების“ გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ და ის მაგია რომელიც სცენარის მიხედვით მთავარ გმირებს შორის ტრიალებდა ჰოლივუდის მთავარი სექს სიმბოლოების მგზნებარე რომანში გადაიზარდა.

ახალ სურათში ყველაფერი პირიქით მოხდა – კინოსამყაროდან ოჯახურ სიტუაციაში გადაინაცვლა იმ აპათიამ, დაღლამ და აგრესიამ, რომლის ნახვაც Angelina-ს ასე უნდოდა გადაღებების დროს.