ანდრია გველესიანი და ქეთი გომართელი ახალ დუეტს წარმოგვიდგენენ. 4 ივლისს, კლუბში 10/11 მედიისთვის სიმღერის პრეზენტაცია შედგება.
გიგა აგლაძის და ჯგუფ “WIND” -ის ცნობილი სიმღერა „ლამაზი დღე” სრულიად ახალი ქავერ -ვერსიით „ბრავო რეკორდსში“ ჩაიწერა, ვერსიის ავტორია ალეკო ბერძენიშვილი.
ანდრია და ქეთი სიმღერაზე ვიდეორგოლსაც შემოგვთავაზებენ. კლიპის გადაღება სექტემბერში იგეგმება.