ანდრია გველესიანი: „ჩემმა მეუღლემ და რუსკა მაყაშვილმა ერთ კლინიკაში იმშობიარეს, რუსკამ პირველმა ნახა ჩვენი ალექსანდრე, ჩვენ – მისი კატო…“

0
551

მსახიობებს, ანდრია გველესიანსა და მაიკო ვაწაძეს ახლახან პირველი შვილი, ალექსანდრე შეეძინათ. ანდრია საკუთარ ემოციებს fortuna.ge-ს უზიარებს და ჰყვება, როგორია მამობის პასუხისმგებლობა და სიტკბო.

ანდრია, გილოცავთ „ფორტუნას“ სახელით!.. როგორია მამობის შეგრძნება?

ანდრია გველესიანი:

დიდი მადლობა. ეს არის შეგრძნება, რომელსაც სახელს ვერ დაარქმევ. ადრე მეკითხებოდნენ, როგორი იყო მოლოდინის შეგრძნება და ამაზეც ვერ ვსაუბრობდი. ვამაყობ იმით, რომ პირველივე ამოსუნთქვიდან შევიგრძენი ეს ყველაფერი, რადგან მშობიარობას დავესწარი. წარმოუდგენელი გრძნობა დამეუფლა. სასწაულია, უცებ ხედავ, რომ შენი შვილი შენ თვალწინ პირველად ჩაისუნთქავს.

ბევრი მამაკაცი თავს არიდებს მშობიარობაზე დასწრებას, შენ რამ გადაგაწყვეტინა?

ყველა გადამწყვეტ წუთას მაიკოს გვერდით ვარ და ახლაც ასე გადავწყვიტე. ათასმაგად სხვანაირად განიცდი, როცა ასეთ დროს ბოლომდე მასთან ერთად ხარ და ხვდები სიცოცხლეს, რომელიც შენ თვალწინ იბადება.

ვრცლად…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here