ანასტასია იგონინას წარმატებული დებიუტი მონტე კარლოს მოდის კვირეულზე

0
1341

ქართველმა მოდელმა, ანასტასია იგონინამ , მონაწილეობა მიიღო მონტე კარლოს მოდის კვირეულზე (Spring Summer 2019 Montecarlo MCFW).

ანასტასიამ შესანიშნავად გახსნა Mariana Salvador Chaves-ის შოუ და წარმატებით წარადგინა ისეთი დიზაინერების სამოსი, როგორებიც არიან: Federica Nardoni Spinetta, Anita Pasztor, Lucie Brochard, Rahul Mishra, A’Biddikkia, Diana D’Orville,  Bruno Caruso, Chapurin, Stardust.

ანასტასია იგონინა  გახლავთ “IC Model Management”-ის წარმატებული მოდელი და საერთაშოსისო სამოდელო კონკურსის  Elite Model Look Georgia 2013-ის გამარჯვებული.

შეგახსენებთ, რომ წელს Elite Model Look Georgia 2018-ის კონკურსის რეგისტრაცია უკვე მიმდინარეობს და 14-დან 22 წლამდე ასაკის გოგონებს და ვაჟებს შესაძლებლობა აქვ, გაიარონ უფასო ონლაინ რეგისტრაცია შემდეგ მისამართზე: http://www.icmodelmanagement.com/elite-model-look. და გამოცხადდნენ ღია კასტინგზე, რომელიც გაიმართება თბილისში, 1-ელ ივლისს, 12:00 საათზე, სავაჭრო ცენტრში ჯი-თი-სი.

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here