გიგი გაჩეჩილაძე და ანანო ჯოხაძე, რამდენიმე თვის წინ, პატარა მაქსიმეს მშობლები გახდნენ. მაქსიმე პირველად გუშინ “პროფილის“ მაყურებელმა გაიცნო.
“ჩემი და ანანოს ურთიერთობას დიდი ხანი საიდუმლოდ ვინახავდით. ჩემთვის დიდი შვებაა, როცა ანანოსნაირი ძლიერი ადამიანი მიდგას გვერდით. ანანო ბუნებრივი ადამიანია, პირდაპირ გამოხატავს რაც უნდა. ანანო ის ქალია, რომელსაც მთელი ცხოვრება ვეძებდი. ანანო რომ არ ყოფილიყო, მე ამ ნაბიჯს ვერ გადავდგამდი“ – განაცხადა გიგი გაჩეჩილაძემ „პროფილში.”
რაც შეეხება პატარა მაქსიმეს, წყვილს მის აღზრდაში ბებია და ბაბუა ეხმარება. მშობლები ცდილობენ, მას ლაპარაკიც ასწავლონ, თუმცა ჯერ არ გამოსდით.