ანაკლიის მოდის კვირეულზე პოდიუმზე მოდელებთან ერთად ძაღლმაც გაიარა (ვიდეო)

0
624

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელიც ანაკლიაში მცირე ხნის წინ ჩატარებულ მოდის კვირეულზეა გადაღებული. მას ესწრებოდა უკანასკნელი დღეეების ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური დიზაინერი, მწერალთა კავშირის წევრი, გიორგი მასხულია.

ვიდეოში, რომელსაც „ფეისბუქ“-გვერდი „პერსონა“ ავრცელებს, ჩანს, როგორ გამოდის იმპროვიზებულ პოდიუმზე მოდელებთან ერთად ძაღლიც. გიორგი ამ თემასთან დაკავშირებით აღშფოთებას გამოხატავს და დაცვის წევრებს აქტიურობისკენ მოუწოდებს. რასაკვირველია, სცენაზე ძაღლი შემთხვევით აღმოჩნდა.

ვიდეო დიზაინერ ნუგზარ კვანტალიანის ჩვენებაზეა გადაღებული.

შეგახსენებთ, რომ გორის მოდის კვირეულზე, რომლის ორგანიზებაშიც გიორგი იყო ჩართული, ინციდენტი მოხდა, რომელსაც მთელი ქართული მედია აშუქებდა. კვირეულის ორგანიზატორებსა და „პოს ტივის“ გადამღებ ჯგუფს შორის შეხლა-შემოხლა პატრულისა და სასწრაფოს გამოძახებით დასრულდა. იგივე არ მომხდარა ანაკლიის მოდის კვირეულზე, რომელიც სამი დღის განმავლობაში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა.

(ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here