ანა ტყებუჩავა მეორე გოგონას ელოდება – „მეორე ორსულობა სერიალის სცენარისტებს წინასწარ შევუთანხმე…“

0
4354

33 წლის მსახიობი, ანა ტყებუჩავა კვლავ ორსულადაა. ის გოგონას ელოდება. პირველიც გოგო ჰყავს. ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას ამბობს – „როცა ასეთ მნიშვნელოვან ცვლილებას გეგმავ, როგორიც ორსულობაა, რა თქმა უნდა, გუნდთან რაღაცები უნდა შეათანხმო. როცა მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ, რომ მეორე შვილიც გვინდოდა, სეზონის დამთავრების შემდეგ პროდიუსერ ირაკლი საღინაძეს ვუთხარი, ასეთი გეგმა მაქვს და რამდენად შეიძლება, ნინაც ორსულად იყოს-მეთქი. არ არის პრობლემაო, მიპასუხა და მასაც და ქეთი დევდარიანსაც ძალიან გაუხარდათ. მოკლედ, სერიალშიც ამის თადარიგი დავიჭირეთ“.

მსახიობი აღნიშნავს, რომ მისი პირველი შვილი, ნენე მალე სამი წლის გახდება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here