ქართველი მოდელი ანა შელია პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში მეორე ჩვენებაზე გამოვიდა. პირველი გახლდათ Ralph & Russo-ს ჩვენება, სადაც ანამ ძალიან ლამაზი კოსტიუმი წარმოადგინა.
ახლახან კი ანა Yumi Katsura-ს 2017 წლის გაზაფხული-ზაფხულის ოტ კუტიურის ჩვენებაზე წარდგა. ქართველმა მოდელმა იაპონური ბრენდის კოლექციიდან ორი ლუქი წარმოადგინა.
ანა საკმაოდ წარმატებით მიიკვლევს გზას მსოფლიო პოდიუმებისკენ და პრესტიჟული ბრენდების ჩვენებებში მონაწილეობს.