თაკო ჩხეიძის სამოდელო სააგენტო „ჯეომოდელსის“ მოდელი, ანა შელია შეყვარებულია. ანას რჩეული ქართველი ბორჯღალოსანი ლაშა ლომიძეა. ანამ და ლაშამ ერთმანეთი ერთი წლის წინ, თბილისში გაიცნეს. მოდელი და მორაგბე ხშირად აქვეყნებენ სოციალურ ქსელში ერთად გადაღებულ ფოტოებს. როგორც ანა შელიამ „მუსიკბოქსს“ განუცხადა, ის და ლაშა ერთი წელია შეყვარებულები არიან. თუმცა დამატებით დეტალებზე საუბარი არ ისურვა.
შეგახსენებთ, რომ ანამ სულ ცოტა ხნის წინ, „ეტამის“ ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა. მასთან ერთად პოდიუმზე „ვიქტორია სიქრეთის“ მოდელებიც გამოვიდნენ.