ანა ჯავახიშვილი ვეგანი გახდა: „არ მინდა, ჩემი საკვების გამო ცხოველებს ზიანი მივაყენო…“

0
599

მსახიობი ანა ჯავახიშვილი, რომელიც მაყურებელმა „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო, ჟურნალ „გზას“ იმის შესახებ ესაუბრება, რომ ვეგანობა გადაწყვიტა.

ანა ჯავახიშვილი:

„არც ისე დიდი ხანია, ვეგანობა გადავწყვიტე, მაგრამ ბოლო პერიოდში მაინც ვეგანივით ვცხოვრობდი, რადგან ხორცს ისედაც არ ვჭამდი. კვერცხსაც ვეღარ გეახლებოდი – აღარ მინდოდა… კვერცხის ჭამაზეც უარი რომ ვთქვი, მერე ვიფიქრე, აბა, რაღა დარჩა?!  თუკი ასე ცხოვრება შემიძლია, ვეგანი გავხდები-მეთქი. წარმოიდგინეთ, ხალხს ცხოველური საკვები პროდუქტის მიღების მოთხოვნილება აქვს, მაგრამ მაინც უარს ამბობენ და ვეგანები ხდებიან. ჩემს შემთხვევაში ასე არაა. ვეგანობის შესახებ გადაწყვეტილება იოლად მივიღე. ბავშვობიდან ხორცპროდუქტს, თევზს ვერ ვჭამდი. არ მომწონდა. ბოსტნეული მიყვარს. როცა გავიზარდე, რა თქმა უნდა, კვების ჩემმა რაციონმა ის დატვირთვაც შეიძინა, რომ ჩემი საკვების გამო ცხოველებს ზიანი არ მივაყენო…“

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here