ანა გურჯმა ფილმი გადაიღო

0
1865

ახალგაზრდა ქართველი მსახიობი ანა გურჯი, წლებია ამერიკაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მისი სახელი განსაკუთრებით პოპულარული, მაშინ გახდა, როცა ფილმში „ისლამის უცოდველობა“ მთავარი როლი შეასრულა. ანა გურჯის ნამდვილი გვარი გიორგობიანია, მას სულ 7 ფილმში აქვს მიღებული მონაწილეობა. მსახიობმა რამდენიმე კვირის წინ საკუთარ ფილმზე დაასრულა მუშაობა, მოკლემეტრაჟიანი სურათი “G4” ამერიკაში ეკრანებზე, ნოემბრის ბოლოს გამოვა. “Music box”  ანას ამერიკაში დაუკავშირდა და მისი სადებიუტო ნამუშევრის შესახებ ესაუბრა.

–  ეს იქნება ჩემი პირველი სარეჟისორო ნამუშევარი G4, რომელიც ცნობილი ქორეოგრაფის ბრაიან ფრედმანის საიტზეც დევს. ფილმის გადაღების იდეა დიდი ხნის წინ მოვიდა, მასალების ძირითადი ნაწილი სამი წლის წინ არის გადაღებული. დამატებით დეტალებზე ჯერჯერობით ვერ ვისაუბრებ. ავღნიშნავ მხოლოდ იმას, რომ კინოსურათზე ჩემს გარდა კიდევ რამდენიმე ქართველმა იმუშავა.

ანა გურჯის ფილმის კომპოზიტორი, მუსიკოსი გიგა კუხიანიძეა.

– გიგა, ვინ შემოგთავაზათ ამ ფილმისთვის მუსიკის დაწერა?

– მე და ანა დიდი ხნის მეგობრები ვართ, ჩვენი მშობლებიც კი მეგობრობდნენ, ამიტომ როცა მივიღე შემოთავაზება მისგან, თავიდანვე დავთანხმდი. პირველად არ მიმუშავია კინომუსიკაზე, მაგრამ საერთაშორისო ასპარეზზე პირველად წარსდგება ჩემი კინომუსიკა. ეს იქნება ამერიკულ ბაზარზე გასვლის დასაწყისი. ვნახოთ, როცა ფილმი კინოფესტივალებზე გავა რა შემოთავაზებებს მივიღებ. ნოემბრის შუა რიცხვებში მოხდება ფილმის დახურული ჩვენება და ამის შემდეგ ფესტივალებზე გაემგზავრება.

14600866_945691495535841_1152701090325890596_n

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here