ანა ახვლედიანმა “ცეკვავენ ვარსკვლავებში” ცეკვის შესრულება ვერ მოახერხა

0
151

“ცეკვავენ ვარსკვლავების” ერთ-ერთი მონაწილე, ანა ახვლედიანი ცეკვის შესრულების პირველივე წუთს უხერხულად დაეცა და წამოდგომა ვერ შეძლო. მან ვერაფრით მოახერხა ცეკვის გაგრძელება და პარტნიორისა და მის საშველად მისული ჟიურის წევრის, გოჩა ჩერტკოევის დახმარებით, პარკეტი დატოვა… გოჩამ ის ხელში აიტაცა და ისე გაიყვანა სცენიდან.

ნანკა კალატოზიშვილმა და კახა კინწურაშვილმა,რომლებიც წლევანდელ შოუს უძღვებიან, ამ უხერხული მომენტიდან თავის დაძვრენა მოახერხეს და მალევე უხმეს შემდეგ მონაწილეს, მსახიობ სტანისლავ ბონდარენკოს, საკუთარ მეწყვილესთან ერთად. ამჯერად ცეკვამ ინციდენტის გარეშე ჩაიარა.

როგორც ჩანს, პირველ ტურში მონაწილეები ძალიან ნერვიულობდნენ, რადგან რამდენიმე მათგანი დაეცა, თუმცა წამოდგომა და ცეკვის გაგრძელება მაინც შეძლეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here