“ამერიკული საშინელებათა ისტორიის“ ახალი პრომო ლეიდი გაგას მონაწილეობით

0
30

რამდენიმე საათის წინ ინტერნეტში “American Horror Story: Hotel”-ის ახალი თრეილერი გამოჩნდა, რომლის მთავარი გმირიც ლეიდი გაგა გახლავთ. მოგეხსენებათ, რომ ეპატაჟური შემსრულებელი სერიალის ახალ სეზონში სასტუმროს მეპატრონის როლს განასახიერებს.

შეგახსენებთ, რომ “ამერიკული საშინელებათა ისტორიის“ მეხუთე სეზონის სახელწოდება “სასტუმრო” გახლავთ. მაყურებელმა შოუს ახალი სეზონის პირველი პრომო სულ ცოტა ხნის წინ იხილა.

მეხუთე სეზონის პრემიერა მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს არის დაგეგმილი. ასე რომ, სასინელებათა ჟანრის მოყვარულებს ისღა დარჩენიათ ეს თარიღი კალენდარზე წითლად მონიშნონ და “American Horror Story: Hotel”-ის პირველ სერიას დაელოდონ…

[jwplayer mediaid=”2961″]