დებრა შოუ ორდღიანი სამუშაო ვიზიტით სპეციალურად ჟურნალ AMARTA-ს ესტუმრა. მოდელი ჟურნალის თებერვლის ნომრის გარეკანს დაამშვენებს. როგორც ჩვენთვის ცნობილია, დებრას ქართველი ფოტოგრაფი, გრეგორი დეჟევიევი ათი ლოკალური დიზაინერის კოსტიუმში გადაიღებს. მათ შორისაა უტა ბექაიაც.
90-იანი და 2000-იანი წლების ერთ-ერთმა საკულტო მოდელმა, დებრა შოუმ მსოფლიოს თავი უნიკალური გარეგნობითა და ექსტრავაგანტული წარმოდგენებით დაამახსოვრა. შეგახსნებთ, რომ 41 წლის ამერიკელი მოდელი სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა ისეთ წამყვან მოდის სახლებთან და დიზაინერებთან, როგორებიც არიან: Karl Lagerfeld, Kenzo ,Yves Saint Laurent, Vivienne Westwood , Christian Dior , Gianni Versace , Valentino, JOHN GALLIANO, ALEXANDER McQUEEN და JEAN-PAUL GAULTIER.
ავტორი: გიგა უჩუვატოვი