27.8 C
Tbilisi
Tuesday, August 2, 2022

“America’s Next Top Model” აღარ გაგრძელება

“America’s Next Top Model” აღარ გაგრძელება – რეალითი შოუ, რომელიც 12 წელი გადიოდა ეთერში და მაყურებელს 22 დასამახსოვრებელი ეპიზოდი და არაერთი წარმატებული მოდელი უჩვენა ეთერში აღარ გავა, ამის შესახებ ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დაადასტურა ტელეარხმა CW-მ.

შოუს ბოლო სეზონის უკანასკნელი ეპიზოდი ეთერში 30 ოქტომბერს გავა, რის შემდეგაც მაყურებელი დოკუმენტური შინაარსის სპეციალურ ვიდეოებს იხილავს, რომლებიც “America’s Next Top Model”-ის შესახებ იქნება შექმნილი.

ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული რეალითი შოუ ეთერში პირველად 2003 წელს გამოჩნდა. ბოლო წლების მანძილზე მისი რეიტინგი შემცირდა. მაყურებლის ნაკლებობა კი განსაკუთრებით 22-ე სეზონზე დაეტყო, შესაბამისად მისმა მესვეურებმა ლოგიკური გადაწტვეტილება მიიღეს და “America’s Next Top Model” ორიოდე კვირაში მაყურებელს დაემშვიდობება…

Latest Posts

ბოლო სიახლეები