“ამაზე მეტი აქცენტი საბჭოთა უჰაერობაზე, მაყურებელს დაუტოვებდა განცდას, რომ რეჟისორი “ტერორისტებს აპრავებს”

0
2108

ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში რეზო გიგინეიშვილის ფილმს აფასებს.

“სწორად შერჩეული მსახიობები არის? არის. ვიზუალიც არის, რომელსაც საბჭოთა სუნიც კი მოჰყვება. მსახიობები კარგად თამაშობენ? კი. ემოციაც არის და ხარისხიც. მაგრამ მიუხედავად ამისა ვამბობთ, რომ *ლეობაა.

თვითმფინავის ერთ ბიჭს ეკლესიაში სიარული არ შეეძლო, მეორეს ჯაზის მოსმენა. ყველას ერთად კი ზღვაში ყოფნა. განსაკუთრებით თუ ამბობდნენ “მე გადავცურავ ზღვას”

ამაზე მეტი აქცენტი საბჭოთა უჰაერობაზე, მაყურებელს დაუტოვებდა განცდას, რომ რეჟისორი “ტერორისტებს აპრავებს”.

უცხოელი ამბავს მაშინვე გაიგებს, როგორც კი ფონზე გასულ გადაცემას ნახავს თემით: “როგორ უნდა მივესალმოთ უფროსს.” მგონია რომ ერთმანეთის მძევლები ვართ და ტენდენციის. “ვიღაცეებს” თუ არ მოსწონთ, მოწონება რომ ტეხავს.

ვისაც ამ თემაზე გადაცემა გაუკეთებია, მიხვდება, რომ ყველაზე კარგად, თავად ფაქტს ეს ფილმი აღწერს. ვისთვის მოგონილი პათეტიკა უფრო საინტერესოა, “არჩეულ შვილზე და გილზების ქვითარზე” და ვისთვის სრული სიზუსტით აღდგენილი ქორწილის და გეგა კობახიძის, ნათელა მაჭავარიანთან დამშვიდობების სცენა.

რაც ამ ფილმში ვერ გაიგეთ, ვერ გაიგეთ ისტორიაში. საკმარისია ოჯახის წევრებს გაესაუბროთ და ამაში დარწმუნდებით.

ერთადერთი კითხვა რაც ფილმის ნახვის შემდეგაც დამრჩა, დაკარგული ცხედრებია. საფლავების ძებნა არის სცენა, რომელიც მეტ დროს იმსახურებდა.

მაყურებელი ნ.ჟორჟოლიანი” – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here