“ამ როლს ჩემს ნაცვლად ანანო შეასრულებს”

0
2502

ეკა ხოფერია შვილს სკოლის დამთავრებას ულოცავს და სოციალურ ქსელში, ვრცელ პოსტს ავრცელებს.

“დღეს ამ როლს ჩემს ნაცვლად, ანანო შეასრულებს, ჩემი უფროსი შვილი. მიზეზი სერიოზულია, დღეს სკოლას ამთავრებს და ბოლო ზარი აქვს. ჩვენს ამბებს მოგიყვებით. იმის მიუხედავად, რომ არ ვარ მკაცრი დედა, თითქმის არასდროს ამიწევია ხმისთვის და აგერ უკვე სამივე მაშაყირებს, ნუ გველაპარაკები ისე, როგორც გადაცემა მიგყავს და ჩვეულებრივი დედასავით გვეჩხუბეო, მაინც მკაცრი გამოვდივარ. მგონია, რომ ის ფაქტი, რომ დედა ასე თუ ისე წარმატებული ჟურნალისტია, მათთვის ბევრს არაფერს ცვლის და შექებაც ჩემგან თუ სხვისგან, ობიექტურად უნდა დაიმსახურონ. დიდი ხანი არ მეჯერა, რომ რეალურად თვითონ შეუძლია პატარ-პატარა წარმატებების მიღწევა, ფაქტებს ვითხოვდი) ფაქტები დადო, მოიგო რამდენჯერმე სერიოზული კონკურსი, წარმატებით გაართვა თავი ძნელ და საპსუხისმგებლო გამოცდას და წავიდა დიდ ბრიტანეთში. მერე შუა გზაზე მითხრა, რომ გეგმები შეეცვალა, არ უნდა ერთი წლის დაკარგვა, ჩამოვიდა ექსტერნად ჩააბარა გამოცდები, ძალიან კარგი ქულებით დაამთავრა სკოლა, აიღო ატესტატი და მომავალ წელს, სწავლას უკვე ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში განაგრძობს.

ჯერ ყველაფერი წინ აქვს. კაცმა რომ თქვას, მე ბევრი რამ დავაკელი, პირველ რიგში ყურადღება და დრო, მას რომ პირველი კბილი ამოუვიდა, მე საინფორმაციოში დილიდან ღამემდე ვმუშაობდი და ასე შემდეგ. როგორია რეცეპტი? არ ვიცი. ალბათ, პირადი მაგალითიც, ალბათ უფრო მეგობრობა, ვიდრე მუდმივი კონტროლი და შენიშვნები და ალბათ ობიექტურობა. ანანო ერთი იმათგანია და ეს ” ბავშვები” ძალიან ბევრნი არიან, რომლებმაც ჩვენზე უკეთ იციან, რა უნდათ და რომ ამ მიზნისკენ სავალი გზა სწავლაზე გადის. ისინი უშვებენ და დაუშვებენ ბევრ შეცდომას, მაგრამ როგორც ჩემი ერთი ძალიან საყვარელი ადამიანი ამბობს, მთებს დაატრიალებენ) წარმატებებს გისურვებთ ყველას, ვინც სკოლას ამთავრებს და წარმატებები მინდა გისურვოთ მთელი გულით”

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here