“ამ გოგოსთან არაფერი გამოვიდა” – მასტერის წარმუმატებელი სიყვარული

0
2199

სიყვარულის დღესთან დაკავშირებით, რეპერი მასტერი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და სევდიან ისტორიას იხსენებს.

“მას” ვუთხარი რომ სხვა გოგო მომწონდა და 14 თებერვალს, მისთვის საჩუქრის ჩუქებას ვაპირებდი. მოვიდა 14 თებერვალი, ვიყიდე საჩუქარი და “მას” დავურეკე 5 წუთით გამოდიმეთქი. მანქანაში ჩაჯდა და მკითხა:

– რა ქენი აბა? მოეწონა შენი არჩეული საჩუქარი?

– ჯერ არ ვიცი, ახლა გავიგებ… (გადავიწიე და უკანა სავარძლიდან საგულდაგულოდ შეფუთული საჩუქარი მას მივაწოდე)

ეს იყო ერთადერთი საჩუქარი რომელიც 14 თებერვალს გოგოს ვაჩუქე. ამ გოგოსთან არაფერი გამოვიდა

P.S. ამ დღეს არ მოგილოცავთ, რადგან კარგად გავეცანი ამ დღის დაარსების მიზეზს და ისტორიას…”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here