„გია ჯაჯანიძის შოუს“ პროდუსერი მაია სტეფნაძე, თბილისში მომხდარ რიტუალურ მკვლელობას, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„საზოგადოების ფარისევლობამ გამაოცა. ისე შეიცხადეთ სატანისტ ბავშვებზე, თითქოს ამ წლების განავლობაში ჩვენი გადაცემა არ ცდლობდა თქვენი ყურადღება, მათ პრობლემებზე მიგვექცია. რამდნჯერ შევეხეთ ამ თემას, რამდენჯერ გეხვეწათ გია ჯაჯანიძე – მშობლებო თქვენს შვილებს მიხედეთო. მაშინ დაგვცინოდით, მაშინ დადგმული შოუ გეგონათ. იმიტომ რომ არ გინდოდათ გეღიარებინათ, რომ თქვენი უსულგულობის გამო ეს ბავშვები უკვე სამუდამოდ დაიღუპნენ. ვეხვეწეთ შსს-ს, განათლების სმინისტროს, სოციალურ სამსახურს და ამ ბავშვების და ზოგადად მიწისქვეშა გადასასვლელებში თვშეფარებულების პრობლემებით დსინტერესება ვთხოვეთ. პასუხი იცით რა იყო? ეს ჩვენი პრობლემა არ არისო!!
ეხლა ვისი პრობლემაა? მაია სტეფნაძის და გია ჯაჯანიძის? დაიმახსოვრეთ ამ ახალგაზრდებს დახმარება ჭირდებოდათ და თქვენ მათ უარი უთხარით. ეხლა იცხოვრეთ ამ ცოდვით“-წერს პროდუსერი.