ალიშა ქისმა “გლამურის“ ყდაზე ქართველი დიზაინერის სამკაულებით იპოზიორა

0
1977

ქართველი დიზაინერის, სოფო გონგლიაშვილის შემოქმედებით ამერიკელი ვარსკვლავი, მომღერალი ალიშა ქისი დაინტერესდა. ჟურნალ „გლამურის“ ყდაზე, მან სწორედ სოფო გონგლიაშვილის ბეჭდით იპოზიორა. ვერცხლში ჩასმული, მასიური მინანქრის შავი ბეჭედი, ქართველმა დიზაინერმა სელჩუკეთის იმპერიის ქართველი დედოფლის, გურჯი ხათუნის კოლექციის თემატიკაზე შექმნა.

პრესტიჟული ჟურნალის „გლამურის“ რედაქტორი, სოფო გონგლიაშვილის კოლექციით დაინტერესდა და ახალი ნომრის ყდისთვის, მთლიანი კოლექციის გაგზავნა სთხოვა. სოფოს ამაში ქართველი მეცო-სოპრანო, ნატალია ქუთათელაძე დაეხმარა.

სოფო გონგლიაშვილი 14 წელზე მეტია რაც სამკაულებს ქმნის. მისი ხელწერა მასიური მინანქარია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here