ალინა ეფიმოვა: „გარეგნობა ბევრ რამეში პრიორიტეტია და დიდ როლს თამაშობს, მაგრამ თუ შინაგანად ცარიელი ხარ, ვერ იქნები საინტერესო“

0
629

მოდელი, კულინარიული შოუ „სამზარეულოს ომების“ მონაწილე და „ინსტაგრამის“ ინფლუენსერი, ალინა ეფიმოვა ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს და აღნიშნავს, რომ შოუში მონაწილეობის შემდეგ უამრავი, ცუდი და კარგი კომენტარი იწერებოდა – „ცუდზე არ მწყდებოდა გული, რადგან ჰგონიათ, რომ თუ ადამიანი კარგად გამოიყურება და ლამაზია, ესე იგი, არც ცოდნა გააჩნია და არც უნარები. წერდნენ, ამას აქ რა უნდა, რამხელა ფრჩხილები აქვსო (იღიმის). სწორედ ასეთი ადამიანებისთვის უნდა დაარღვიო სტერეოტიპი, რომ გარეგნობის მიღმა, კიდევ არსებობს სხვა მონაცემები და ნიჭი. გარეგნობა ბევრ რამეში პრიორიტეტია და დიდ როლს თამაშობს, მაგრამ თუ შინაგანად ცარიელი ხარ, ვერ იქნები საინტერესო. ლამაზი გარეგნობის მიღმა, საინტერესო ადამიანიც უნდა იყო. მხოლოდ გარეგნული სილამაზით, თუ შიგნიდან სხივი არ მოდის, ვერ გაანათებ…“

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here