გადაცემის “თბილისი live“ პროდუსერი და გიორგი არველაძის მეუღლე, ალინა არველაძე, ბიზნესვუმენი გახდა. ალინამ საათების და ბრილიანტების მაღაზია გახსნა. ის იმ ხალხსაც დაეხმარება, ვისაც ოჯახური რელიქვიის და ძვირადღირებული ნივთების სარფიანად გაყიდვა უნდა. ალინამ ამ სიახლის შესახებ, სოციალურ ქსელში თავად დაწერა, როგორც ჩანს ეს ამბავი მისი მეგობრებისთვისაც მოულოდნელი იყო და მათ, მეგობრის წამოწყებას წარმატებები უსურვეს.