ანსამბლი ალილო საქართველოს მასშტაბით ტურნეს მართავს. ერთ-ერთი კონცერტი ლაგოდეხშია დაგეგმილი. ანსამბლის წევრები: გია დავითიანი, აჩიკო ბერიძე, ლაშა ღლონტი, მიშა ჭონიშვილი, სანდრო კობახიძე და „მხოლოდ ქართულის“ მონაწილე, საბა კემულარია ჯგუფის რეპერტუარიდან კომპოზიციებს შეასრულებენ. კონცერტი 22 სექტემბერს არის დაგეგმილი. საღამო 20:00 საათზე დაიწყება.
ღონისძიება ლაგოდეხი/ვაშლოვანი “Blues Village”-შია დაგეგმილი.