ალექსი პეტრიაშვილს ქვედა კიდურების გარდა დაზიანებები თავსა და ზურგის არეშიც აქვს. როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი ავთანდილ იმედაძე ამბობს, პეტრიაშვილს თავში სავარაუდოდ, ბლაგვი საგანი ჩაარტყეს, ზურგის არესა და ფეხებში კი ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
“მიყენებული აქვს ჭრილობა თავის არეში. ეს არის ნაფლეთი ჭრილობა, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით, ასევე 3 ცეცხლსასროლი ჭრილობა, აქედან ორი ქვემო კიდურებში, ერთი წელ-ზურგის არეში. მისი მდგომარეობა სტაბილურია”, – განაცხადა ექიმმა.